მოლაპარაკებები უკრაინის ხელისუფელებასთან - ენმ-ს საგანგებო მისია კიევში
მიხეილ სააკაშვილის გუნდის საგანგებო მისია კიევში - თამარ კორძაია და ლევან ბეჟაშვილი მესამე პრეზიდენტის საქმეზე უკრაინის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს მართვენ. პირველი შეხვედრა უკრაინის სახალხო დამცველთან, ლუდმილა დენისოვასთან შედგა. მოლაპარაკებების თემა ციხეში სააკაშვილის წამებისა და არაადამიანური მოპრობის საქმეზე საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა იყო.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგარეო საქმეთა მდივანი თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია უკრაინა მისი მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული.
ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ჩვენსა და უკრაინულ მხარეს შორის, იმიტომ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი გამოდმინარე იქიდან, რომ მას ჩამოართვა ივანიშვილის რეჟიმმა საქარტველოს მოქალაქეობა, რაც თავისთავად სამარცხვინო ფაქტია, არის უკრაინის მოქალაქე და როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არა ერთხელ განაცხადა, უკრაინა აუცილებლად დაიცავს მის ინტერესებს და რომ უკრაინა ზრუნავს თითოეული საკუთარი მოქალაქის ინტერესების დაცვაზე ნებისმიერ ქვეყანაში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ქალბატონი დენისოვა, სახალხო დამცველი, რომელიც რიგ შემთხვევებში პრეზიდენტი სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს, აქტიურად არის ჩართული და ძალიან ღიად საუბრობს იმ უფლებრივ დარღვევებზე, რასაც ადგილი აქვს პრეზიდნეტი სააკაშილის მიმართ, ამიტომ რა თქმა უნდა, მნიშნელოვანია, რომ ჩვენი მხრიდან მაქსიმაულურად მოხდეს უკრაინული მხარის ინფორმირება. სხვადასხვა ადამიანებს, სხვადასხვა აქტორებს, არა მხოლოდ უკრაინის ომბუდსმენს, შეხვდებიან ჩვენი კოლეგები იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ინფორმაციის გაცვლა, - თქვა თინა ბოკუჩავამ.