პროკურატურის გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ - ბექა ბასილაია
მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველი ბექა ბასილაია სამართლებრივ ბრძოლის გაგრძელებას აანონსებს. მისი თქმით, ადვოკატები პროკურატურის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. საუბარი შოთაძის უწყების იმ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილს დაზარალებულის სტატუსი არ მიენიჭა.
დღესვე მიხეილ სააკაშვილისა ადვოკატები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მივლენ და იმ ვიდეოკადრების სრულ ჩანაწერებს გაეცნობიან, რომელიც გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაღებული. სწორედ ეს კადრებია იქნება უტყუარი მტკიცებულება იმის, იყო თუ არა მესამე პრეზიდენტი წამების და არადაამინური მოპყრობის სმხვერპლი.
ყველანაირი წინაპირობა არსებობს მიხეილ სააკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად. როდესაც პროკურატურა ამას არ აკეთებს, ამას ვერ ექნება სამართლებრივი დასაბუთება. ჩვენ, ბუნებრივია, გავასაჩივრებთ, სსკ-ის გათვალისწინებული ყველა საფეხურს გავივლით, თუმცა გვესმის, რომ ზემდგომი პროკურორი და შემდგომ სასამართლოც ეს არის ერთიანი სისტემა, რომელიც ექვემდებარება „ქართული ოცნების“ და ოლიგარქის პოლიტიკურ დავალებებს და ქვეყნის შიგნით სამართლის პოვნა არის უკიდურესად რთული. ყველას კარგად გვესმის, რომ საბოლოო ჯამში ამ საქმეების პერსპექტივა არის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, - ამბობს ბექა ბასილაია.