არა წულუკიანის რეპრესიებს - კულტურის სამინისტროსთან აქცია გაიმართება
კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები კულტურის სამინისტროსთან თეა წულუკიანის რეპრესიებს გააპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორების თქმით, კულტურის მინისტრი სფეროს ბოლშევიკური მეთოდებით ცდილობს. აქცია 14:00 საათზე გაიმართება.
ეს ადამიანი წარმოადგენს ჩვეულებრივი ბოლშევიკური ტიპის კომისარს, მოვლენილია რათა აკონტროლოს თავისუფლების სფერო შიშითა და რეპრესიებით. ამის განხორციელება ამ ადამიანს ყველაზე მეტად შეუძლია. ადამიანი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მუშაობს ხელოვნების და კულტურის სფეროში თავდაუზოგავად და ამ ადამიანს იშორებ, ეს ნიშნავს, რომ ისინი აკეთებენ პირდაპირი გაგებით ანტიქართულსაქმეს", - ამბობს მხატვარი, გია ბუღაძე.
შეგახსენებთ, პრობლემების კულტურის სფეროში და ეროვნულ მუზეუმშიმას შემდეგ დაიწყო, რაც თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად დაინიშნა. წულუკიანის გადაწყვეტილებით, ეროვნულ მუზეუმში მასობრივი წმენდა მიმდინარეობს. 15-მდე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.