აქციები თბილისსა და რეგიონებში - მოსახლეობა უმძიმეს სოციალურ ვითარებას აპროტესტებს
საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით- გაძვირებულ ტარიფს თბილისსა და რეგიონებში აპროტესტებენ. ქუჩაში ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები გამოვიდნენ. აქციები იმართება სემეკთან და ბიტკოინების ქახანასთან, პროტესტს უერთდებიან ბათუმსა და ქუთაისშიც.
პროტესტი მონაწილეები ამბობენ, რომ უმძიმეს სოციალურ ფონზე, გაზრდილი კომუნალური გადასახადების პირისპირ გაღარიბებული მოსახლეობა მარტოდ დარჩა. ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრის უკან რუსეთის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის, ინტერესებია.
დენი ყველაზე ძვირი, 26,5 თეთრი ღირს, მეწარმეებს კი უფრო მეტად გაუძვირდათ. ამ დროს კი ბიძინა ივანიშვილი 3-ჯერ უფრო იაფად ყიდულობს დენს. ამასობაში მისი დეიდაშვილის კომპანია გააჩინა შუაში, რომელსაც დამატებით მილიონებს უხდის მოსახლეობა.
გვაქვს 2 მოთხოვნა. პირველი-ამ კომპანიის გასაჯაროვება და ხელშეკრულების, რამდენი მილიონი მიაქვს ბიძინა ივანიშვილს, მეორე, მნიშვნელოვანია, სემეკმა ჩანიშნოს სხდომა, სადაც ვიმსჯელებთ ტარიფებთან დაკავშირებით. - აცხადებს ,,ნაცმოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი.