სასჯელის მოხდა უკრაინაში, ან მისი გადავადება - რას ვერსიებს განიხილავს უკრაინა სააკაშვილთან მიმართებაში

21.01.22 13:14
სასჯელის მოხდა უკრაინაში, ან მისი გადავადება - რას ვერსიებს განიხილავს უკრაინა სააკაშვილთან მიმართებაში

სასჯელის მოხდა უკრაინაში, ან მისი გადავადება ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო -  კიევში საგანგებო მისიით ჩასული თამარ კორძაია "პირველებთან" იმ ვერსიებზე საუბრობს, რომელსაც უკრაინის ხერლისუფლება მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში განიხილავს. ოპოზიციონერი დეპუტატის ინფორმაციით, ოფიციალური კიევი სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გაყვანის ყველა შესაძლო ვარიანტზე ფიქრობს. 

ყველა მიმართულებით მსჯელობენ და ფიქრობენ- ანუ აბსოლუტურად მზად არიან, ნებისმიერი ვერსია განიხილონ და მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გამოყვანა N 12 დაწესებულებიდან, სრულფასოვანი მკურნალობა უნდა მოხდეს ციხის გარეთ და უცხოეთში, იმიტომ, რომ ზუსტად იციან აქ და განსაკუთღებით ქალბატონმა დენისოვამ, რომ შეუძლებელია ამ ვითარებაში N 12 დაწესებულებაში როგორი პირობებში არ უნდა შეუქმნას მას ციხის გარემოში საქართველოს ხელისუფლებამ, ამ ვითარებაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის რეაბილიტირება სრულფასოვნად გახორციელდეს. აბსოლუტურად ყველა შეთანხმებულია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ძალიან ბევრი პროცესუალური დარღვევა იყო დაკავების დღიდან და აქაურები მიუხედავად უკრაინაში არსებული მძიმე ვითარებისა რუსეთთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილი მაინც არის იმ ადამიანებისთვის პრიორიტეტული. რა თქმა უნდა, ისინიც აღშფოთებულები არიან იმ ფაქტით, რაც მოხდა სახელმწიფო ინსპექტორთან მიმართებაში, - ამბობს კორძაია. 

მიხეილ სააკაშვილის გუნდის საგანგებო მისია კიევში - თამარ კორძაია და ლევან ბეჟაშვილი მესამე პრეზიდენტის საქმეზე უკრაინის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს მართვენ. პირველი შეხვედრა უკრაინის სახალხო დამცველთან, ლუდმილა დენისოვასთან შედგა. მოლაპარაკებების თემა ციხეში სააკაშვილის წამებისა და არაადამიანური მოპრობის საქმეზე საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა იყო.