წამება და ღირსების შემლახავი მოპყრობა - სააკაშვილის ადვოკატები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მივიდნენ
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მივიდნენ. მესამე პრეზიდენტის ინტერესების დამცველებმა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრების სრული ვერსია უნდა ნახონ, რათა სწორედ აღნიშნული კადრებით უნდა დადგინდეს, საბოლოოდ ჰქონდა თუ არა ადგილი მესამე პრეზიდენტის მიმართ წამებას და არაადამიანურ მოპყრობას გლდანის N 18-ე დაწესებულებაში.
აღნიშნული კადრები პენიტენციურმა სამსახურმა დამონტაჟებული სახით გაავრცელა, სრული ვერსია კი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ინახება.
პროკურატურის გადაწყვეტყილების გასაჩივრება ცხადია, თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მტკიცეულებებამდე ხელი მიგვიწვდებოდეს. მოცულობა არ ვიცი მასალის, არავის უთქვამს, დაჭრილია, თუ უწყვეტი, ესეც არ ვიცი. ის, რაც გავრცელდა, მასალა არ არის, ის არის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც გვაჩვენებს იმას, რაც იუსტიციის სამინისტრომ ჩათვალა საჭიროდ, თუმცა იმ მასალაშიც ნათლად იკვეთება, რომ ადგილი აქვს არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას, - თქვა ნიკა გვარამიამ.
პროკურატურმა გუშინ მიხეილ სააკაშვილს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა. მესამე პრეზიდენტის ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.