"უნდა მივაღწიოთ სააკაშვილის გათავისუფლებას, ეს არის გეგმა" - ლიზა იასკო რუსთავის ციხეში მივიდა
უკრაინის რადას დეპუტატს, ლიზა იასკოს, რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლებას არ აძლევენ. იასკო პენიტენციურ დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ მივიდა. მისი თქმით, საპყრობილეში შესვლასთან დაკავშირებით პრობლემა აქამდე არასდროს შექმნია.
უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი თვლის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ციხიდან გათვაისუფლება რაც შეიძლება, სწრაფად უნდა მოხდეს.
ადრე რუსთავის ამ ციხეში მიხეილ სააკაშვილის სანახავდ შესვლაზე პრობლემა არ შემქმნია. ახლა ჩამოვედი და მეუბნებიან, რომ ნებართვა არ არის გაცემული. უკრაინაში რამდენიმე საქმეა გამოძიებაში. უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის წამებისა და მის მიმართ არასათანადო მოპყრობის თაობაზე. ქართველი პარლამენტარების ვიზიტი უკრაინაში, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, როგორც ვხვდები, ეს შეხვედრები ინფორმაციის გაცვლას ემსახურება, რომ ყველა საქმის კურსში იყოს სინამდვილეში რა ხდება. ვფიქრობ, ეს სწორია. უკრაინაში ახლა ძალიან ბევრი დელეგაცია იმყოფება ვითარებიდან გამომდინარე, უნდა მივაღწიოთ სააკაშვილის გათავისუფლებას, ეს არის გეგმა, მაგრამ დალოდება და იმის დაშვება, რომ მას ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად გაანადგურებენ, არაფრით შეიძლება, ეს არ არის ნორმალური, - თქვა იასკომ.