რომ შემეძლოს, აუცილებლად შევუერთდებოდი... აქციას კულტურის სამინისტროსთან - მიხეილ სააკაშვილი
ჩვენს დროს კულტურის სამინისტროს კარი ყოველთვის ღია იყო ყველაზე შეურიგებელი ოპონენტისთვისაც კი- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი თავის ახალ მიმართვაში წერს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში აუცილებლად შეუერთდებოდა თეა წულუკიანის უწყებასთან გამართულ აქციას.
რომ შემეძლოს, აუცილებლად შევუერთდებოდი ჩვენი საამაყო ინტელექტუალებისა და უბრალოდ წესიერი, პატიოსანი მოქალაქეების აქციას კულტურის სამინისტროსთან. რა უბედურებაში ვართ ჩაცვენილი!
ნიკა რურუა იყო კულტურის მინისტრი და მისი კარი ყოველთვის ღია იყო ყველაზე შეურიგებელი ოპონენტებისთვისაც კი.
მახსოვს, როგორ სტკენდა ხოლმე მას გულს უსამართლო კრიტიკა იგივე ბაგრატის თემაზე, მაგრამ მისი ერთადერთი პასუხი იყო ხოლმე დამატებითი არგუმენტების მობილიზაცია და დიალოგი, კიდევ მეტი დიალოგი - წერს მიხეილ სააკაშვილი.
კულტურის სამინისტროს წინ აქცია მიმდინარეობს. მისი მონაწილეები მინისტრ წულუკიანის რეპრესიულ პოლიტიკას აპროტესტებენ.