ხმაური ოზურგეთის საკრებულოში- ოპოზიცია საკრებულოს წევრთა ანაზღაურების მატებას აპროტესტებს

21.01.22 15:52
ხმაური ოზურგეთის საკრებულოში- ოპოზიცია საკრებულოს წევრთა ანაზღაურების მატებას აპროტესტებს

ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში. ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომელთა ხელფასების გაზრდას აპროტესტებს და მოუწოდებს ,,ქართულ ოცნებას", სხდომაზე ადგილობრივი მოსახლეობისათვის უფრო საჭირო საკითხები განიხილოს. 

,,ენმ"-ს დეპუტატის თქმით, უღირსი გადაწყვეტილებაა საკრებულოს წევრთა ხელფასების გაზრდა იმ ფონზე, როცა ბაღის თანამშრომლის ანაზღაურება 150 ლარია. 

ამ წუთას ,,ოცნების" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ღირსეული ხელფასი ჰქონიათ ბაღის თანამშრომლებს, 150 ლარი არის ღირსეული ხელფასი? 150 ლარი ყოფილა ღირსეული ხელფასი, როცა საკრებულოს თავმჯდომარე იღებს 4500 ლარს. ეს არის სირცხვილი. მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი საკრებულოს წევრებისთვის ხელფასის გაზრდას, ხელფასი გავუზარდოთ ბაღის თანამშრომლებს, მეეზოვეებს და ივნისისთვის გადავდოთ საკრებულოს თანამშრომლებისთვის ანაზღაურების მატება. - განაცხადა ,,ენმ"-ს დეპუტატმა.

საპასუხოდ ,,ქართული ოცნების" დეპუტატებმა ოპოზიცია დესტაბილიზაციასა და დესტრუქციაში დაადანაშაულეს. 

გურიის რეგიონში სტიქიამ პრობლემები შექმნა, რაიონისა და სოფლების დამაკავშირებელი გზები დიდთოვლობის გამო ჩაკეტილია, მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია.