ოზურგეთში საკრებულოს დეპუტატებს ანაზღაურება 50%-ით გაეზარდათ

21.01.22 17:13
ოზურგეთში საკრებულოს დეპუტატებს ანაზღაურება 50%-ით გაეზარდათ

 ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატებს ხელფასები 50%-ით გაეზარდათ. სტიქიის გამო გურიის რეგიონში შექმნილი პრობლემების ფონზე ,,ოცნებამ" ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს სხდომაზე მხოლოდ დეპუტატებისთვის ანაზღაურების გაზრდის საკითხი განიხილა, რამაც ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია. საქმე სიტყვიერ დაპირისპირებამდეც მივიდა.

ოზურგეთის საკრებულო მომდევნო სხდომაზე მერიის თანამშრომელებისთვის ანაზღაურების გაზრდის საკითხის განხილვას გეგმავს.

,,ნაცმოძრაობის" დეპუტატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.