ჩირგვში გასუსული ჯდომა არაა პოლიტიკა - ზურა ჯაფარიძის მიმართვა პრემიერ ღარიბაშვილს

21.01.22 18:04
ჩირგვში გასუსული ჯდომა არაა პოლიტიკა - ზურა ჯაფარიძის მიმართვა პრემიერ ღარიბაშვილს

,,გირჩი მეტი თავისუფლება" -ს ლიდერი სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს და უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ზურა ჯაფარიძე განმარტავს, რომ ასეთი ქმედებით ირაკლი ღარიბაშვილს ეძლევა ისტორიული შანსი, გამოჩნდეს როგორც ღირსების მქონე ლიდერი.

Irakli Garibashvili
გერბზე რომ გვიწერია 'ძალა ერთობაშია', ეგ მარტო ჯოკერში 'პარა-პარაზე' ვრცელდება?
ჩადი უკრაინაში, მხარდაჭერა გამოუცხადე და თქვი, რომ დღეს იქ იგივე ხდება, რაც 2008-ში აქ მოხდა.
მიუხედავად ყველაფრისა, ისტორიული შანსი გაქვს გამოჩნდე, როგორც ღირსების და ღირებულებების მქონე ლიდერი
და ამ ქვეყანასაც დაუბრუნო ღირსება და ადგილი პოლიტიკურ რუკაზე
მერე, როცა ჩახვალ ვაშინგტონში ან ბრიუსელში, ნახავ, როგორ ხვდებიან ღირსების მქონე ქვეყნის წარმომადგენელს
განსხვავებას იგრძნობ დამოკიდებულებაში
ან შენს შემდეგ ვინც იქნება, ის ნახავს.
მთელი ცხოვრება პოლიტიკოსობაზე ვოცნებობდიო და ესაა პოლიტიკა?!
ჩირგვში გასუსული ჯდომა არაა პოლიტიკა და ჩვენთვის რომ საზიანოა, ამის ახსნას არ დავიწყებ, აზრი არ აქვს
- წერს ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.