თუ "ემპათიის" დასკვნა სანდოა მოლაშვილის, ასევე უნდა იყოს სააკაშვილის საქმეშიც - გიორგი მშვენიერაძე
თუ მოლაშვილის საქმეზე აღიარა სახელმწიფომ ევროკონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა, ასეთივე სტანდარტით უნდა იმოქმედოს სააკაშვილის შემთხვევაშიც - ამის შესახებ იურისტი გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი განმარტებით, ორივე შემთხვევაში მსჯავრდებულებს არ ჰქონდათ სამედიცინო დახმარებაზე ხელმისაწვდომობა.
როდესაც იურისტი ერთი საქმის დეტალებს მეორე საქმისას ადარებს, ეს არ ნიშნავს ადამიანების ერთმანეთთან შედარებას. თუ მოლაშვილის საქმეში "აღიარა" სახელმწიფომ ევროკონვენციის მე-3 მუხლის, დარღვევა, რადგან სათანადო სამედიცინო დახმარებაზე არ ქონდა ხელმისაწვდომობა სულხანს, ცხადია, იგივე სტანდარტი იმოქმედებს მიხეილ სააკაშვილზეც.
თუ ცენტრ "ემპათიის" დასკვნა სანდოა მოლაშვილის საქმეში, "ემპათიის" დასკვნა სანდო უნდა იყოს სააკაშვილის საქმეშიც და ა.შ.
რაც შეეხება ადამიანების ერთმანეთთან შედარებას, დარწმუნებული ვარ, არც სულხან მოლაშვილს ენდომებოდა მიხეილ სააკაშვილთან შედარება და არც მიხეილ სააკაშვილი იქნება სულხან მოლაშვილთან შედარებით დაინტერესებული.
რაც შეეხება ჩემს პირად პოზიციას, როგორც სულხან მოლაშვილთან დაკავშირებით მიმაჩნია დარღვეულად კონვენციის მე-3 მუხლი და ის მსხვერპლი იყო უსამართლო მართლმსაჯულებისაც, ასე ვთვლი მიხელ სააკაშვილზეც. ხოლო მურუსიძე, რომელმაც მოლაშვილის საქმე საბოლოოდ გადაწყვიტა და დამნაშავედ სცნო, ბიძინამ განბანა, დღეს უვადო მოსამართლედ გვიზის და სასამართლო სისტემას მართავს - წერს გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში.
პროკურატურამ საქართველოს მესამე პრეზიდენტს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი განუცხადა.