შეწყდეს სატარიფო გენოციდი - "ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

22.01.22 13:07
შეწყდეს სატარიფო გენოციდი - "ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

"ქართული ოცნების" ოფისთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. სამოქალაქო აქტივისტები მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის  გათავისუფლებას ითხოვენ და ასევე კომუნალურ გადასახადებზე ფასების ზრდას აპროტესტებენ.

აქ მოვედით, რომ "ქართულ ოცნებას" შევახსენოთ ის დაპირებები, რომლითაც მოვიდნენ და პრაქტიკულად ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი არის გაუარესებული, კომუნალური ტარიფები არის გაზრდილი, ხალხი ღარიბდება და გარბის ემიგრაციაში. რომ შევაჩეროთ ემიგრაცია, აუცილებელია, რომ ქვეყნის ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი იქნეს გათავისუფლებული", - ამბობს გიორგი მულაძე.