ბათუმში დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

05.04.21 17:19
ბათუმში დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესი  მიმდინარეობს

ბათუმში, საქალაქო სასამართლოში "სირცხვილიას" დაკავებული აქტივისტების, გიგა ნაკაშიძის და გენრი დოლიძის,  პროცესი  აქციის ფონზე მიმდინარეობს. 

პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ  სამართალდამცველებმა არაპროპორციული ძალა გამოიყენეს და თავისუფლების აღკვეთა პოლიტიკური ნიშნით მოხდა. ორივე დაკავებულს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება, საქმეში ჩართულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.