ორი დღით ადრე ეუბნები პარლამენტის თავმჯდომარეს, არაა კორექტული - ქადაგიშვილი ევროპარლამენტარებზე
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარების ვიზიტი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, 21-22 იანვარს უნდა შემდგარიყო, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებული არ იყო. ქადაგიშვილის თქმით, შეხვედრის ფორმატი სულ სხვა რეჟიმში და დონეზე უნდა შეთანხმებულიყო.
ორი დღით ადრე ეუბნები პარლამენტის თავმჯდომარეს და რაღაც ფორმატს ვიწყებ და ეს ფორმატი ამ დროს სულ სხვა რეჟიმში და დონეზე უნდა შეთანხმდეს, რა თქმა უნდა, ეს არ არის კორექტული დამოკიდებულება საქართველოს პარლამენტის მიმართ. ჩვენ ევროპარლამენტთან ყველა ფორმატში ვთანამშრომლობთ ამ ფორმატშიც გაგრძელდება თანამშრომლობა ოღონდ იმ წესის მიხედვით, რა წესიც არის ამ ფორმატისთვის მიღებული. ეს ვიზიტი პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებული არ იყო“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 21-22 იანვარს დაგეგმილი ევროპარლამენტარების ვიზიტი გაუქმდა. ევროპარლამენტის წევრების, ვიოლა ფონ კრამონის, მირიამ ლექსმანისა და მარინა კალიურანდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "თბილისში ვიზიტი არ გაიმართება,რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვერ გამონახა დრო, რომ მოლაპარაკებებში ჩაერთოს",
"როგორც ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორები, ვწუხვართ, რომ 21-22 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი თბილისში არ გაიმართება, - ამის შესახებ ა აღნიშნული.