პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი წარუდგინა
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატების სია გადაუგზავნა. სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი - მოქმედი თვამჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი და არასამათავრობო ორგანიზაცია " სამოქალაქო პლატფორმა 2020-ის" ხელმძღვანელი თენგიზ თევზაძე წარუდგინა. თენგიზ თევზაძე ამბობს, რომ ის არჩევის შემთხვევაში, ცესკოს სრული რეფორმის გატარებას აპირებს.
საქართველოს პარლამენტს წარვუდგენ 5-პუნქტიან გეგმას, რომელიც იქნება სრული რეფორმა საარჩევნო ადმინისტრაციის და მისი გამჭირვალე მუშაობის საფუძველი. ამ რეფორმის სფაუძველზე იმედი მაქვს გაიზრდება საზოგადოების მხრიდან ნდობა. მზად ვარ თუ პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ სურვილი, მათ შევხვდე", - ამბობს თენგიზ თევზაძე.
ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ პოზიციაზე კი წარდგენილია - ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძის, მაია ზარიძის და გია ცაცაშვილის კანდიდატურები.