გორის საკრებულოს თანამშრომლებს ხელფასები კიდევ გაეზარდათ
გორის საკრებულოს თანამშრომლებს ხელფასები კიდევ გაეზარდათ. დეპუტატებმა დამატებით ათობით ათასი ლარი საკუთარი ანაზღაურებისთვის გამოყვეს. აქამდე დეპუტატები მოსახლეობასთან შეხვედრისთვის 400 ლარს იღებდნენ, ახლა კი მათი ანაზღაურება 750 ლარამდე გაიზარდა.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან დეპუტატების ხელფასებისთვის დამატებით 120 ათასი გამოიყო.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მოსახლეობის პრობლემების მოსასმენად გაზრდილი ანაზღაურება გაუმართლებელია, რადგან დეპუტატები რეალურად მათ საერთოდ არ ხვდებიან.