ცენზურა ეკლესიაში - მღვდელი ოპოზიციის მხარდამჭერებს არ აზიარებს

22.01.22 19:41
ცენზურა ეკლესიაში - მღვდელი ოპოზიციის მხარდამჭერებს არ აზიარებს

მღვდლის სასჯელი პოლიტიკური მრწამსის გამო - სამი შვილის დედა, მღვდელმა ეკლესიიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო გამოაგდო. სოციალურად დაუცველ ოჯახს, ხელვაჩაურის რაიონიდან, ტაძარში მისვლაც კი აუკრძალეს. მრავალშვილიანი დედა ამბობს, რომ საშობაო ზიარებისთვის ეკლესიაში გრძელ რიგში იდგა, როდესაც მისი ჯერი მოვიდა, მღვდელმა უთხრა, რომ "სააკაშვილის სექტის მიმდევარია" და გააძევა. 

თამთა დოლენჯაშვილის რეპორტაჟიდან ირკვევა, რომ მუსლიმების ოჯახში აღზრდილი ირაკლი დიასამიძე 30 წლის ასაკში მოინათლა, ბოლო 10 წელია, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ტაძარი ამ ოჯახისთვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილად იქცა, თუმცა ტაძრიდან, სადაც ირაკლი და რუსუდანს ერთი წირვაც კი არ გამოუტოვებიათ ისინი გამოაგდეს.

ცოლ-ქმარი ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკბს და სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. ირკვევა, რომ მღვდელს მრევლის გასაკონტროლებლად ნდობით აღჭურვილი პირი ჰყავს, ვინც ტაძარში მისული მოქალაქეების პირად პროფილებს ამოწმებს და მამაოსთან შეკრებილი ამბები მიაქვს.

სოფლის მამაომ მთელი დასახლება ორად გაყო. ნაწილს ეკლესიაში სიარული აუკრძალა.  მამა ლუკამ  რუსუდანის მსგავსად უზიარებლობით დასაჯა მისი მეუღლე ირაკლი დიასამნიძეც.  

ხელვაჩაურში მამაოს პოლიტიკურ ქადაგებებს ახლა მხოლოდ "ქართული ოცნების" აქტივისტები ესწრებიან. ტაძარში მრევლი განახევრდა. სოფლის მღვდელი არც ეპისკოპოსებს ინდობს. ამბიონიდან აქ ყველაზე ხშირად იმ მეუფეების კრიტიკა ისმის, რომლებიც პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ და საკანში აზიარებენ.

მღვდლისაგან დასჯილი მრევლი, ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსთან ჩივილს აპირებს და სოფლის მღვდლის შეცვლას ითხოვს, მათთვის წარმოუდგენელი ამბავია, რომ სასულიერი პირი სიულერ შვილებს პოლიტიკურ მრწამის მიხედვით ჰყოფდეს.

"შაბათის ეთერმა" სოფლის მღვდელს სახლში მიაკითხა, თამამი ქადაგებების ავტორმა, როდესაც გაიგო, რომ მრევლმა უჩივლა, თავდაპირველად ყველაფერი უარყო. საუბრის დაწყებიდან 5 წუთში კი ყველაფერი აღიარა

მოძღვარმა მალევე ისიც აღიარა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მესამე პრეზიდენტი ციხიდან მალე არ გამოვიდეს.

როგორც ირკვევა, მღვდელი ქადაგების დროს, ღმერთის ნაცვლად მრევლს პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრება, დიდი მონდომებით უხსნის, რატომ არის კარგი ბატონო ბიძინა ივანიშვილი და ცუდი სხვა  ყველა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები