"ოცნება" - 35%, ენმ - 18% - IRI-ის პოლიტიკური რეიტინგები

05.04.21 17:30
"ოცნება" - 35%, ენმ - 18% - IRI-ის პოლიტიკური რეიტინგები

 IRI-ის პოლიტიკური რეიტინგების მიხედვით, კითხვაზე, „რომელ პარტიას მისცემდით ხმას მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს" პასუხები ასეთია:  "ოცნებას" 35% უჭერს მხარს, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" 18%. 3% „ევროპულ საქართველოს“ მისცემდა ხმას,3% კი - „სტრატეგია აღმაშენებელს“.

 გამოკითხულთა 2%-მა „გირჩი მეტი თავისუფლება“ - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დაასახელა, ასევე, გამოკითხულთა 2%-2%-მა დაასახელა: „ლეიბორისტული პარტია“, „მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი“ და „პატრიოტთა ალიანსი“; გამოკითხულთა 1%-მა განაცხადა, რომ ხმას პარტია „ლელოს“ მისცემდა, 1%- სხვა პარტიას, გამოკითხულთა 10 % ხმას არცერთ პარტიას არ მისცემდა, 15%-მა არ იცის/ან პასუხი არ აქვს კითხვაზე, ვის მისცემდა ხმას.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში.

შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი.

კვლევის სრული შედეგები და ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე