როგორ ჩაფარცხეს ტუალეტებში ჯარისკაცების წამების საქმე - "შაბათის ეთერის" გამოძიება

22.01.22 20:52
როგორ ჩაფარცხეს ტუალეტებში ჯარისკაცების წამების საქმე - "შაბათის ეთერის" გამოძიება

როგორ ჩაფარცხეს იაღლუჯას ბაზაზე ტუალეტებში ჯარისკაცების წამების საქმე - ბოლო დროს ერთ-ერთ სკანდალურ "ქეისზე", მნიშვნელოვანი მტკიცებულებები "შაბათის ეთერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა. 

გუგა მაისურაძის ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ საქმის ფალისიფიცირებაში ცვლის და გადამზადების უფროსიები და მათი ზედამხედველი ხელს შინაგან საქმეთა მინისტრის მოქმედ მოადგილეს, იოსებ ჭელიძეს ზედმეტსახელად "მოზგს" ადებენ.

"ტვ პირველისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, სწორედ ჭელიძეა ის პირი, რომელიც, განკარგულებებს გასცემდა შსს-ს მაღალჩინოსნებს, დაებარებინათ ინსტრუქრორები და დანაშაული საკუთარ თავზე აღებას აიძულებდნენ. აღიარების სანაცვლოდ მათ საპროცესო გარიგებებს სთავაზობდნენ.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ჩანაწრერში, რომელიც ერთ-ერთ კონსპირაციულ შეხვედრას ასახავს უწყების მაღალჩინოსნები - ლაშა ტაბატაძე, გოგიტა ბიჩელაშვილი და ლევან კურტანიძე ფიგურირებენ. სამივე მათგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ აღიარებით ჩვენებას აძლევს და დედალურტად საუბრობს სისტემური დანაშაულის შესახებ. 

ირკვევა, ისიც, რომ სპეცსამსახურში მისული ახალგაზრდები იმ დონემდე მიყვთ, რომ ისინი თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობენ. 

"შაბათის ეთერის" მაყურებელი დღეს პირველად მოისმენს იმ ინსტრუქტორის მშობლებთან ჩაწერილ ინტერვიუს, რომელსაც დანაშაულის საკუთარ თავზე აღებას სთხოვდნენ და რომელმაც თქვა, რომ ყველას ხელს დაადებდა, რის შემდეგაც სამი ომის მონაწილე ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს. 

ოჯახი დარწმუნებულია, რომ მერაბ ბარბაქაძე მოკლულია, რადგან მამაკაცი ცაცია იყო და დენთის კვალი საქმეში საერთოდ არ ჩანს. 

ჯარისკაცების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ 21 აპრილს ინსპექტორის სამსახურის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. მას შემდეგ რაც არაადამიანური მოპყრობის ფაქტები სახალხო დამცველმა შეისწავლა, შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის  თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს.შსს-ს  თანამშრომლებს, დავით დევდარიანსა და გიორგი ბიჩინაშვილს, გამოძიება ჯარისკაცების მიმართ  არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას ედავება. საქმეში ფიგურირებს ვიდეო კადრებიც და ფოტომასალა, რომელიც ბრალდებულების ტელეფონიდან ამოიღეს.  

გამოძიების მიხედვით,  დასჯის რამდენიმე მეთოდი გამოიყენებოდა: ცემა ჩაფხუტით და მძიმე ჯავშან ჟილეტით, დაჩოქილი 11 საათი ყოფნა, კბილის ჯაგრისით ტუალეტის ხეხვა.

სამეზე ორ პირს, დიმიტრი დევდარიანს და გოგიტა ბიჩილაშვილს 6 წიანი პატიმრიბა აქვს მისჯილი.