პრემიერის მიერ ტყის მიტაცება - სპეციალისტები კორუფციულ სქემაზე საუბრობენ
პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბაკურიანის ტყის მიტაცებაში კორუფციის მკვლევარები დანაშაულის ნიშნებს ხედავენ. კორუფციის მკვლევარის ბესიკ დონაძის თქმით, სახეზეა კორუფცილული სქემა და დასასტურებული დანაშაული.
მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, რომ პრემიერ-მინისტრის ბრძანებით ამას გარკვეული შეზღუდვები მოეხსნა, სარეკრეაციო მოეხსნა, სატყეო ფონდი მოეხსნა, რაღაცეები შემოიღობა. ის მის თანამდებობას იყენებს პირადი გამდიდრებისთვის ანუ ღარიბაშვილმა სახელმწიფო აპარატი გამოიყენა იმისთვის, რომ სახელმწიფო ქონება მიეთვისებინა და მიითვისა. ახლა უკვე იმ ქონებაზე რას ააშენებს და გააკეთებს, მისი ფანტაზიის ნაყოფია. უკვე შემდგარია კორუფციული სქემა და დადასტურებულია დანაშაული, - ამბობს ბესიკ დონაძე.
არასამტავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციას" დამფუძნებელი ქეთევან ენუქიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ მსგავსი თვითნებობის მაგალითები დაუსჯელობით არის გამოწვეული.
ეს არის კიდევ ერთი თვითნებობის მაგალითი დაუსჯელობით გამოწვეული, იმიტომ, რომ ჩენ ვერცერთ შემთხვევაში ვერასდროსპასუხი ვერ მოვთხოვეთ ჩვენი ხელისუფლების პირებს, როდესაც საკუთარი სურვილის, ნებისამებრ განკარგავდნენ სახელმწიფოს ქონებას, - ამბობს ქეთევან ენუქიძე
"ნოდარ მელაძის შაბათის" გამომძიებელმა ჟურნალისტმა, მაკა ჩიხლაძემ დაადგინა და დოკუმენტებით გაამყარა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ცოლს, ნანუკა თამაზაშვილს ბაკურიანში 5958 კვ,მ. ტყე აჩუქა. ხალხის ტყე, კოხტას თავზე, რომელიც ნუნუ თამაზაშვილს ნახევარი საუკუნით გადაეცა, ირაკლი ღარიბაშვილის ბაკურიანის ვილის გაგრძელება, ფაქტობრივად ეზოა. ტყით სარგებლობაში კი ღარიბაშვილების ოჯახი მხოლოდ 6225,9 ლარს გადაიხდის.