რუსეთის აგრესია დასრულდება მაშინ, როდესაც... - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი
რუსეთის აგრესია დასრულდება მაშინ, როდესაც დასავლეთი კრემლს გააგებინებს, რომ უკრაინა რუსეთის ზეგავლენის ქვეშ არასდროს დაბრუნდება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. დმიტრო კულებამ "რადიო თვაისუფლებასთან" ინტერვიუში თქვა, რომ თუკი უკრაინის საზღვარს ერთი რუსი ჯარისკაცი მაინც გადაკვეთს, მას პასუხი ექნება.
ოფიციალური კიევი დარწმუნებულია, რომ სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში რუსეთს მძიმე საფასურის გადახდა მოუწევს.
რუსეთის აგრესია დასრულდება მაშინ, როდესაც დასავლეთი გაუგზავნის სიგნალს რუსეთს: "უკრაინა ერთ-ერთი ჩვენგანია, ის არასოდეს დაგიბრუნდებათ", როგორც ეს მოხდა ცენტრალურ ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.