7 ნოემბრის საქმე - სააკაშვილი პროცესს არ დაესწრება
7 ნოემბრის საქმე - საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის გარეშე ჩაივლის.
ყოფილი მთავარსარდალი თავს შეუძლოდ გრძნობს. არსებული ინფორმაციით, დაცვის მხარე დღეს შუამდგომლობებს დააყენებს. ცნობილია, რომ სააკაშვილის ადვოკატები მთავარი მოწმეების ხელახლა დაკითხვას მოითხოვენ. მათ შორის სავარაუდოდ, იქნება ნინო ბურჯანაძე და გენერალი ზაზა გოგავა.
პროცესი 12:00 საათზე გაიმართება.