გამოკითხულთა 59%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება - IRI

05.04.21 17:44
 გამოკითხულთა 59%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება - IRI

IRI-ის კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, გამოკითხულთა 59% ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

გამოკითხულთა 30%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 11%-მა კი არ იცის, ან კითხვაზე პასუხი არ აქვს.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.

შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

კვლევის სრული შედეგები და ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

მსგავსი სიახლეები