მეზობელი ქვეყანა ომის ზღვარზე - ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინის მხარდამჭერი განცხადება არ გაუკეთებია
პრემიერ მინისტრი ღარიბაშვილი, პრეზიდენტი ზურაბიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი- ქვეყნის სამივე პირი ამ დრომდე უკრაინის კრიზისზე დუმილის რეჟიმშია.
ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერი განცხადება დღესაც არ გაუკეთებია.
საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ, ერთადერთი განცხადება Twitter-ზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, გაავრცელა. მინისტრმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა, მაგრამ მას რუსეთი საერთოდ არ უხსენებია.
"პირველების" ინფორმაციით, დღეს ოპოზიცია ამ თემაზე საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს. უკრაინაში კი ვითარება ომთან ახლოს საათობრივად მიდის. სახელწიფო დეპარტამენტმა უკრაინიდან საელჩოს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების გაყვანაზე ბრძანება გასცა.