სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებს ორი ალტერნატივა აქვთ - პრემიერი
საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებს პასუხობს და აცხადებს, რომ მათ ორი ალტერნატივა აქვთ:
ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ დევნილებს შეუძლიათ, თავად აირჩიონ ბინა თბილისში, რომლის ფასიც იქნება კვადრატული 550 დოლარის ეკვივალენტი ლარში და სახელმწიფო მის შესყიდვას განახორციელებს, ან წლის ბოლომდე დაელოდონ ბინების მშენებლობის დასრულებას, მანამდე კი სახელმწიფო მათ ქირის თანხით უზრუნველყოფს.
პრემიერმა ამ შემთხვევაშიც წინა ხელისუფლებას დააკისრა პასუხისმგებლობა და თქვა, რომ "2012 წლამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების საკითხი ქაოტურად მიმდინარეობდა".
მინისტრ აზარაშვილს აქვს კიდევ უფრო სერიოზული გეგმები, აქვს ჩამოყალიბებული სერიოზული ხედვა, თუ როგორ მოაგვაროს დარჩენილი პრობლემები, მათ შორის, ერთ-ერთი პრობლემა, რაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში გვესმის, ეს არის სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილთა ოჯახების პრობლემა. ამის თაობაზე მინისტრის დავალებით სააგენტომ შეიმუშავა გეგმა და შესთავაზა ორი გზა- ერთ შემთხვევაში დევნილებს ბინის მოძიება თბილისში თავად შეუძლიათ და ამ შემთხვევაში კვადრატულის ფასი იქნება 550დოლარის ეკვივალენტი ლარში, რომლის შესყიდვასაც განახორციელებს სააგენტო, მეორე გზა - დევნილ ოჯახებს აქვთ ალტერნატივა, რომ დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას და ამ შემთხვევაში სააგენტო მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს. სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილი ოჯახები საცხოვრებელ ფართებს წლის ბოლოს უპირობოდ მიიღებენ,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.