ერთიანი ვიზიტი კიევში და რეზოლუციის მიღება - ოპოზიციის მოთხოვნა

24.01.22 13:19
ერთიანი ვიზიტი კიევში და რეზოლუციის მიღება - ოპოზიციის მოთხოვნა

ოპოზიცია ხელისუფლებისგან  რეზოლუციის მიღებას მოითხოვს, სადაც საქართველო  რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაგეგმილ სამხედრო აგრესიას დაგმობს. "ქართული ოცნების" ოპონენტები ფიქრობენ, რომ მხოლოდ ეს საკმარისი არ არის, ამიტომ თბილისიდან კიევში სპეციალური საპარლამენტო დელეგაცია უნდა გაემგზავროს.

ამასთან ამ წუთებში ოპოზიცია საქართველოში უკრაინის ელჩს ხვდება. პარტია ლელოს წარმომადგენლები მას საგანგებო წერილს გადასცემენ. შეხვედრაზე მხარდაჭერის საკითხსა და უკრაინაში არსე3ბულ ვითარებას განიხილავენ. 

გვაქვს კონკრეტული შეთავაზებები საქართველსო ხელისუფლებასთან, მათ შორიოს, ვითხოვთ, აუცილებელია, ამ ვითარებაში გვქონდეს ერთიანი პოზიცია უკრაინის მხარდაჭერასთან მიმართებაში. 

საქართველოს პარლამენტმა ყველა კომიტეტში უნდა შეათანხმოს მხარდაჭერის ტექსტი 2 მნიშვნელოვანი რეზოლუციის. ერთი-ეს იქნება უკრაინის მხარდაჭერის ტექსტი, მეორე კი ნატო-ში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების შესახებ.

გაუგებარია, თუ რატომ არ იქნა დღემდე მოწვეული საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომა მაშინ, როცა შავი ზღვის რეგიონში შეიქმნა უპრეცედენტო გამოწვევების შემთხვევა, რაც პირდაპირ ურტყამს ჩვენს ქვეყანას. 

მოვუწოდებთ პრემიერს, მოიწვიოს გაფართოებული საბჭოს სხდომა, ასევე, პარლამენტში უნდა გაიმართოს კონსულტაციები ხელისუფლებასთან უკრაინის საკითხთან დაკავშირებით- ნათქვამია ოპოზიციის განცხადებაში.

საქართველოს ხელისუფლება უკრაინას ისევ ემალება. ამ დრომდე პრეეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ომის ზღვარზე მყოფი ქვეყნისთვის მხარდაჭერა არ გამოუცხადებია.

 დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომა ისე დაიწყო და დაასრულა, რომ უკრაინის კრიზისზე ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს.