მოლაპარაკებები ეროვნული თანხმობის საკითხზე- ორბელიანის სასახლეში შეხვედრა დაიწყო

24.01.22 14:09
მოლაპარაკებები ეროვნული თანხმობის საკითხზე- ორბელიანის სასახლეში შეხვედრა დაიწყო

მოლაპარაკებები საერთო ეროვნული შერიგების ირგვლივ განახლდა. სალომე ზურაბიშვილი კონსულტაციებს აგრძელებს. ორბელიანის სასახლეში პრეზიდენტი სამოქალაქო სექტორის,  ხელისუფლებისა და ოპოზიციის ქალ წარმომადგენლებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხვდება.

დღევანდელ შეხვედრას ესწრებიან ,,ლელოს" წარმომადგენელი, ანა ნაცვლიშვილი, პარტია ,,სამართლიანობისთვის" ლიდერი, ეკა ბესელია და ,,საერთაშორისო გამჭვირვალობის" ხელმძღვანელი, ეკა გიგაური., ხოლო ,,ქართული ოცნებიდან: - ნინო წილოსანი და ნინო ლაცაბიძე.

შეხვედრის მონაწილეთა განმარტებით, მთავარი საკითხები მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემები იქნება.

მგონია, რომ მართლმსაჯულების საკითხი ისეთი თემაა, რომელსაც ერთი შეხვედრა ვერ ამოწურავს. მაგრამ თუ იქნება შესაძლებლობა, ცოტა სიღრმეებში შევიდეთ და ამ საკითხზე უფრო დეტალურად ვესაუბროთ პრეზიდენტს, რომ შესაძლოა, ეს პრობლემები დაიძლიოს. 

ქალთა უფლებების კუთხით რასაც ფიქრობს თვთონ, რომ უმუშავოს მისი მანდატის ფარგლებში. აქაც რა შეიძლება, რომ ჩვენ გავაკეთოთ. 

ალბათ, საინტერესო იქნება უფრო კონკრეტული საუბარი. - აცხადებს ეკა ბესელია. 

,,ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის, თქმით, დაინტერესებულია ეროვნული შეთანხმების საკითხზე პრეზიდენტის ხედვით.

კონკრეტულად დღეს ალბათ, უფრო მეტი სიცხადე ექნება, როგორ ხედავს პრეზიდენტი ამ ინიციატივის გარძელებას, რა თქმა უნდა, მექნება ჩემი მოსაზრებები და ხედვები, რომელსაც მას გავუზიარებ. მნიშვნელოვანი იქნება, ეს ინიციატივა გადავიდეს კონკრეტულ ნაბიჯებზე. რათა ნდობის რესურსი შეინარჩუნოს - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შეხვედრის დაწყებისას საქართველოს პრეზიდენტმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.