გაყიდულ საძოვრებთან ომში დაღუპული ჯარისკაცების ფოტოები განათავსეს - აქცია ზეღდულეთში

24.01.22 14:29
გაყიდულ საძოვრებთან ომში დაღუპული ჯარისკაცების ფოტოები განათავსეს - აქცია ზეღდულეთში

აქცია სოფელ ზეღდულეთში - ადგილობრივი მოსახლეობა გასხვისებულ მიწებს აპროტესტებს.  ხალხი საძოვრების და სახნავ სათესი მიწების გარეშე დარჩა.

აქციის მონაწილეებმა დღეს ომში დაღუპული გმირების ბანერები დაბეჭდეს და საქართველოს დროშებთან ერთად წართმეულ ტერიტორიაზე დაამონტაჟეს.

ჯარისკაცები სოფელ ზეღდულეთიდან იყვნენ, ამიტომ ადგილობრივები სადავო ტერიტორიისთვის მათი სახელის მინიჭებას ითხოვენ.

მოსახლეობა პირდაპირ ამბობს, რომ ამ მიწაზე ინვესტორს სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ მისცემს.

75 ჰექტარი მიწის ფართობი წლების წინ გასხვისდა, მოსხლეობამ კი შემოსვლის წყარო დაკმოსახლეობა ქუჩაში გამოდის, როცა ინვესტორი მიწის დამუშავებას იწყებს. ადგილი ჰქონდა მოლაპარაკებების მცდელობასაც, თუმცა უშედეგოდ. ინვესტორი თანახმაა, მხოლოდ 25 ჰექტარი დათმოს, რაც მოსახლეობისთვის მიუღებელია.