რატომ არ შეხვდა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებს? - პარლამენტის თავმჯდომარის პირველი განმარტება
რატომ არ შეხვდა შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებს? - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პირველ ინტერვიუს ჩაშლილ ვიზიტზე "პირველებს" აძლევს და ევროპელ პოლიტიკოსებს პასუხობს.
მისი მტკიცებით, ევროპარლამენტარებისთვის მოუცლელობის გამო შეხვედრაზე უარი არ უთქვამს. "ქართული ოცნების" ლიდერი ბრიუსელისგან სრული კომუნიკაციის გასაჯაროებას
ითხოვს, რომელიც მათსა და პარლამენტის სპიკერატს შორის მიმდინარეობდა და რომელიც სწორედ აღნიშნული დიალოგის გამართვას შეეხებოდა.
ჟან მონეს დიალოგი წარმოადგენს წამოადგენს ფორმატს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და ევროპარლამენტის თავმჯდომარეს შორის, ამიტომ საჭიროა, ეს შეთანხმებები შედგეს მანამ სანამ იქნება სხვა ასეთი სახის ღონისძიება დაგეგმილი და ეს კომუნიკიაცია ჰქონდა მათ შორის ამ ჯგუფსაც"- თქვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, ვიდრე ევროპარლამენტარებთან დიალოგი დაიწყებოდა, მისი თხოვნა იყო, გამართულიყო შეხვედრა, სადაც ფორმატი შეთანხმებოდა და ამის შემდეგ დაწყებულიყო დიალოგის პროცესი.
როდესაც შევიტყვეთ, რომ აპირებდნენ ჩამოსვლას, მაშინვე შევატყობინეთ, რომ საჭიროა, მით უმეტეს ახალარჩეული ჰყავს თავმჯდომარე, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტს. იცით, რომ ჟან მუნის დიალოგი ჯერ დაწყებული არ არის, ფორმალურად ამას სჭირდება ევროპარლამენტის თავმჯდომარის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შორის მემორანდუმის გაფორმება და სწორედ ეს მიზეზები მოვახსნეთ ჩვენ ევროპარლამენტარების ჯგუფს"- დასძინა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე მტკიცებით, მოუცლელობა ამ ვიზიტის ჩაშლის მიზეზი არ ყოფილა.
რა თქმა უნდა მიზეზი ეს (მოუცლელობა) არ ყოფილა... განმარტებები თვითონ კაბინეტმა გააკეთა. საჯაროდ და კომუნიკაციაც გვქონდა. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ რომ გაასაჯაროვონ მთლიანი კომუნიკაცია...
პროცესი უნდა წარიმართოს იმ წესების და ფორმატის მიხედვით, რომელიც არსებობს ჟან მონეს დიალოგში" - აღნიშნა მან.
"პირველების" ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე - "ანუ თქვენ გეცალათ, მზად იყავით, უბრალოდ მათი მხრიდან არ მოხდა საკმარისი კომუნიკაცია?"
პაპუაშვილი პასუხობს - "თავისთავად, რა თქმა უნდა განრიგიც არის შეზღუდული, იცით, რომ ამ დღეებში შეხვედრები იყო, მაგრამ მიზეზი იყო კომუნიკაცია, სწორედ ეს მოხდა. თავდაპირველად მნიშვნელოვანია, რომ ახლადარჩეულ თავმჯდომარეებს შორის იყოს კომუნიკაცია. გარკვეულ ფორმატებზე შეთანხმება და ეს სხვათაშორის ახალი არ არის".