ვუფრთხილდებით სახელმწიფოსა და ჩვენი პარტნიორების ინტერესებს - ზარქუა უკრაინის მხარდაჭერაზე
საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მხარდამჭერი განცხადხება ამ დრომდე არ გაუკეთებია. მმართველი პარტიის განმარტებით, აქვთ საკუთარი პოლიტიკა და საერთო განცხადებას ერთობლივ შეხვედრაზე მიიღებენ.
ჩვენ ვართ სახელმწიფო, მმართველი პარტია, გვაქვს პასუხისმგებლობა განცხადებებთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენს ძმებს, მათს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ ვუფრთხილდებით სახელმწიფოსა და ჩვენი პარტნიორების ინტერესებს და ამიტომ ვაკეთებთ ასეთ განცხადებებს. რაც გვგონია, რომ არის სამართლიანი და ადეკვატური - განაცხადა დღეს ,,ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ზარქუამ.
მთელი ცივილიზებური სამყარო უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალური მხარდაჭერის განცხადება აღნიშნულ თემაზე არ გამოუქვეყნებია, თუ არ ჩავთვლით საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარს სოციალურ ქსელში. დუმს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.