ევროპარლამენტარები რომ გამორბიან, დაკავდნენ რამე სხვა საქმით - ,,ოცნების" დეპუტატი

24.01.22 14:12
ევროპარლამენტარები რომ გამორბიან, დაკავდნენ რამე სხვა საქმით - ,,ოცნების" დეპუტატი

ევროპარლამენტის მოწერა სამი დღით ადრე რომ შეხვედრა უნდათ, არის არაადეკვატური - ამის შესახებ განცხადება "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ, გააკეთა. 

მეტიც, მმართველი პარტიის სახე ევროპარლამენტარებს ურჩევს, "სხვა საქმით დაკავდნენ". 

ევროპარლამენტარის მოწერა სამი დღით ადრე, რომ იცით რა, ჩვენ შეხვედრა გვინდა და შეგვხვდით, ეს არის მიუღებელი, არაადეკვატური. მე მესმის, რომ საქართველო არის ულამაზესი, უძველესი ისტორიით, თავისი კულტურით და ტრადიციებით და თუ მათ ნახვა უნდათ, მობრძანდნენ, დავპატიჟებ პირადად, მაგრამ იქ სადა არის ფორმატი, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულ წესებს და პროცედურებს - ჯერ პირველი პირები არ შეთანხმებულან ფორმატზე, რა როგორ და ევროპარლამენტარები რომ გამორბიან, დაკავდნენ რამე სხვა საქმით, თუ აქვთ. თუ ვინმემ ამოწურა იქ თავი, ვერ ხედავს თავს და თუ უცხო ქვეყანაში მოგზაურობა უნდა, ეს სხვა ფორმატია და ამისთვის ნუ გამოიყენებენ და ჩრდილს ნუ მიაყენებენ, როგორც ქვეყანას, სახელმწიფოს და ნურც ამ ინსტიტუციას"- თქვა ზარქუამ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 21-22 იანვარს დაგეგმილი ევროპარლამენტარების ვიზიტი გაუქმდა.ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრების, ვიოლა ფონ კრამონის, მირიამ ლექსმანისა და მარინა კალიურანდის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.  ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ შალვა პაპუაშვილმა მათთვის დრო ვერ გამონახა, რის გამოც შეხვედრა გაუქმდა.