სააკაშვილს წარდგენილი აქვს ბრალდება იმ ხელისუფლების მხრიდან, ვინც მოაწყო 20 ივნისის სისხლიანი ღამე - ადვოკატი
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
მესამე პრეზიდენტი დღევანდელ სხდომას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო არ ესწრება.
"პირველების" კორესპოდენტის ცნობით, სასამართლოში შვიდი ნოემბრის აქციის დარბევის კადრებს უყურებენ.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო.
სააკაშვილის ადვოკატები კი აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საქმეში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მას წარდგენილი აქვს ბრალდება 7 ნოემბერთან დაკავშირებით იმ ხელისუფლების მხრიდან, ვინც მოაწყო 20 ივნისის სისხლიანი ღამე“, - აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.