გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას - უკრაინის საელჩოში ,,ლელოს" წარმომადგენლები მივიდნენ

24.01.22 15:11
გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას - უკრაინის საელჩოში ,,ლელოს" წარმომადგენლები მივიდნენ

შეხვედრების სერია უკრაინის საელჩოში. ოპოზიცია ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეს სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს. უკრაინელ დიპლომატს უკვე შეხვდენენ ,,ლელოს" ლიდერები და იგორ დოლგოვს გადასცეს ნოტა, რომლის ადრესატიც ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერია. 

უკრაინის ელჩს უკვე გადავეცით წერილი, რომელიც მიმართული პრეზიდენტ ზელენსკისადმი. ეს არის ფრაქცია ,,ლელოს" წერილი, სადაც ჩვენ გამოვხატავთ მხარდაჭერას უკრაინელი ხალის მიმართ. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ იყო საკმარისი მხარდაჭერა და იყო დუმილი, ეს უნდა აღმოიფხვრას, როცა ოპოზიციური ფრაქცია და ხელისუფლება შევძლებთ, შევქმნათ ერთობლივი ტექსტი და მოვახერხოთ ამ შემთხვევაში პარტიული ინტერესების გვერდზე გადადება. უნდა გავერთდიანდეთ ჩვენი უკრაინელი მეგობრების მხარდაჭერის ირგვლივ - განაცხადა ,,ლელოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.

ახლა უკრაინის საელჩოში ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ელოდებიან.