პოლიტიკური დევნა და კლანი სასამართლოში - რაზე ისაუბრეს პრეზიდენტის სასახლეში
პოლიტიკური კონსულტაციები ათონელის რეზიდენციაში დასრულდა- სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერ ქალებს, სამოქალაქო საზოგადოების და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ხვდებოდა. ეს იყო სამუშაო შეხვედრა, განსახილველი საკითხები სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობასა და კლანის მმართველობას, ასევე პოლიტიკური ნიშნით დაკავებებს ეხებოდა.
პრეზიდენტის ინფორმაციით, მას აქვს გრძელვადიანი გეგმა, როგორ ამოვიდეს ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან და ამისთვის უნდა შეიქმნეს სამუშაო ჯგუფები, რომელსაც მოდერაცია უნდა გაუწიოს ოპოციონერმა ლიდერებმა, მათ შორის, ქალმა დეპუტატებმა.
საინტერესო შეხვედრა იყო, პრეზიდენტის ინიციატივა უფრო დეტალურად განვიხილეთ. სხდასახვა ისტორიული მოვლენების შეფასება და საზოგადოების შეთანხმება მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ განვითარება. არასწორი იქნება, ვისაუბროთ რაღაც წითელ ხაზებზე, მათ შორის, ,,ენმ"-ს მხრიდან დაყენებული მიხეილ სააკაშვილის საკითხზე, რადგან როგორც პრეზიდენტმა გვითხრა, ეს პროცესი უნდა იყოს დაცლილი პოლიტიკური პარტიების დომინატობისგან- განაცხად შეხვედრის დასრულების შემდეგ ,,ქართული ოცნების" წარმომადგენელმა, ნინო წილოსანმა.
შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ოპოზიციონერ ლიდერებთან, მმართველი პარტიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან მომავალშიც გაგრძელდება.
უახლოეს ხანში სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურ მიმართვას გამოაქვეყნებს, თუ როგორ აპირებს ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან ამოყვანას.