ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, საქმეში სააკაშვილის რაიმე დანაშაულზე საუბარი არ არის - ადვოკატი 7 ნოემბრის საქმეზე

24.01.22 15:52
ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, საქმეში სააკაშვილის რაიმე დანაშაულზე საუბარი არ არის - ადვოკატი 7 ნოემბრის საქმეზე

დღეს გამოკვლეულ მტკიცებულებებში მიხეილ სააკაშვილის რაიმე დანაშაულზე საუბარი არ არის და ვერც იქნება - ამის შესახებ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა განაცხადა. 

ბექა ბაილაიას თქმით, "საქმეზე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნა". 

საუბარია პროკურატურის მიერ დღეს წარმოადგინილ ვიდეო-მასალაზე, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევას ასახავს. 

წარმოდგენილი იყო მძიმე კადრები, თუმცა ეს იყო კონკრეტული პოლიციური ღონისძიების ფარგლებში არსებული გადაცდომები. მთავარი რა არის - არც ერთი ეს პოლიციელი, არც ერთი ის ადამიანი, თანამდებობის პირები იქნებოდნენ ეს თუ რიგითი თანამშრომლები, ვინც ჩვენ კადრებში ვიხილეთ, საქმეზე დაკითხული არ არის, შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს რაიმე ფორმით, რაიმე ჩართულობა ჰქონდა ამ პროცესებში, არის თავიდან ბოლომდე გამოგონილი, - განაცხადა ბასილაიამ.