სააკაშვილი მხოლოდ პოლიტიკურ ტრიბუნად იყენებს სასამართლო პროცესებს - პროკურორი
7 ნოემბრის საქმის პროკურორი ჯარჯი წიკლაური ირწმუნება, რომ ბრალდების მხარის მიერ დღეს წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ 7 ნოემბრის დარბევა მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებული იყო.
„7 ნოემბრის საპოლიციო ღონისძიებებს ხელმძღვანელობდნენ პოლიციის ის მაღალჩინოსნები, რომლებიც მეორე დღეს უმაღლესი ჯილდოთი დააჯილდოვა მიხეილ სააკაშვილმა“, - თქვა სხდომის დასრულების შემდეგ ჯეიკლაურმა.
პროკურორმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლოს პოლიტიკურ ტრიბუნად გამოყენებაში დაადანაშაულა:
საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა, როცა ჩვენ ვიკვლევთ მტკიცებულებებს, თუნდაც, ვიდეომასალას, ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ამ პროცესის წინ შეუძლოდ ხდება და იგი სასამართლოზე გამოცხადებას თავს არიდებს. ის მხოლოდ პოლიტიკურ ტრიბუნად იყენებს პროცესებს, როცა მას ეს აწყობს და ერთგვარი სანახაობის მოსაწყობად იყენებს სასამართლო სხდომებს.
პირადად მიხეილ სააკაშვილი სთხოვდა და მოითხოვდა ბადრი პატარკაციშვილისგან, რომ ტელევიზიებს არ უნდა ჰქონოდათ ისეთი სიუჟეტები, რომელიც იქნებოდა "აფეთქების" ტოლფასი იმჟამინდელი ხელისუფლებისთვის, არ უნდა ყოფილიყვნენ კრიტიკულები"- თქვა ბრალდების მხარის წარმომადგენელმა.