მთავარი ამოცანა ახალი ომის არდაშვებაა - პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს. როგორც პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომის დაწყების წინ განაცხადა, ომის არდაშვება არა მხოლოდ უკრაინიის, არამედ საქართველოს და მთლიანად რეგიონის ინტერესში უნდა იყოს.
მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო მოძმე უკრაინას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტზე და ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვის საკითხში. აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის თუ ტერიტორიული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. რამდენიმე დღის წინ, მქონდა შეხვედრა საქართველოში უკრაინის ელჩთან და მასაც გამოვუცხადე ჩვენი თანადგომა. დღეს მთავარი ამოცანაა უკრაინაში ახალი ომის არდაშვება.
ყველა ჩვენი ძალისხმევა, საქმე და სიტყვა უნდა იყოს მიმართული სწორედ აქეთკენ, რომ არ მოხდეს ახალი ომი უკრაინაში. შესაბამისად, ეს არის როგორც უკრაინის ისე საქართველოს ინტერესში, ასევე მთლიანად რეგიონის ინტერესში", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, და კრიტიკული არის დასავლეთის ერთიანობა, იმისთვის რომ არ იქნას დაშვებული საომარი მოქმედებები უკრაინაში.