ვითარება თუ ასე დარჩება, მხოლოდ გაუარესდება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ეკა ხერხეულიძე

24.01.22 16:54
ვითარება თუ ასე დარჩება, მხოლოდ გაუარესდება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ეკა ხერხეულიძე

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთლობის მდგომარეობა უცვლელია, მას არ უტარდება გამოკვლევები - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ ,,ნაცმოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, განაცხადა. მისი თქმით, ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება, თუ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის რეკომენდაციები არ იქნება შესრულებული.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, მასთან არ შესულან ექიმები, რომელსაც  ელოდებოდა. MRT-ზეც არ გაუყვანიათ, არ შესრულდა სახალხო დამცველთან შექმნილი კონსილიუმის რეკომენდაციები, ვითარება თუ ასე დარჩება, მხოლოდ გაუარესდება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს იციან გადასარევად, მაგრამ რეალური მდგომარეობა ასეთია, არავინ არ აპირებს, რომ დახმარება გაუწიოს.