მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორს ციხიდან გატაცების და ეტაპირების კადრების უწყვეტ რეჟიმში გამოქვეყნებას სთხოვს

24.01.22 17:25
მიხეილ სააკაშვილი  სახელმწიფო ინსპექტორს ციხიდან გატაცების და ეტაპირების კადრების უწყვეტ რეჟიმში გამოქვეყნებას სთხოვს

საქართველოს მესამე მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს ციხიდან გატაცების და ეტაპირების კადრების უწყვეტ რეჟიმში გამოქვეყნებას სთხოვს.  საუბარია დაახლოებით 6 წუთზე, რომელიც რატი პრეგაძის უწყებამ არ გამოაქვეყნა.

უცვლელი რჩება მისი პოზიცია, სთხოვს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომ გაასაჯაროვონ ეს კადრები და საზოგადოებამ ნახოს უწყვეტ რეჟიმში გადაყვანისა და გატაცების კადრები. ვინაიდან ის მოკლე ფრაგმენტი, რომელიც საზოგადოებამ იხილა, თავისთავად იყო ძალიან მძიმე, მაგრამ რეალობას ბოლომდე არ ასახავს.- განაცხადა ეკა ხერხეულიძემ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.