ესენი არიან მხოლოდ პირად გამორჩენასა და გამდიდრებაზე მოსული ადამიანები - გიგი უგულავა ,,ოცნებაზე"

24.01.22 17:55
ესენი არიან მხოლოდ პირად გამორჩენასა და გამდიდრებაზე მოსული ადამიანები - გიგი უგულავა ,,ოცნებაზე"

რატომ გადაეცა პრემიერ ღარიბაშვილის ოჯახს 50 წლიან სარგებლობაში ბაკურიანის ტყე-პარკის დიდი ნაწილი? ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას, შეფასებით, პრემიერი და მთლიანად მმართველი პარტია მხოლოდ პირად გამორჩენასა და გამდიდრებაზეა ორიენტირებული.

ღარიბაშვილი და ,,ქართული ოცნება" რომ კორუმპირებულია, ამაზე იმდენი ფაქტი მეტყველებს, ამის უარყოფა და დაუნახავობა შეუძლებელია. ყველა პრეტენზია წინა მთავრობის მიმართ იყო იმაზე, რომ ვიღაცას გადაუხადე ხელფასი, გაჭირვებულს მიეცი 150 ლარი. 

ყველა ბრალდება, რომელიც ,,ქართული ოცნების" მისამართით ისმის, არის ერთადერთი: რამდენი სახლი აიშენა, რამდენი ფული წაიღო სახლში. ესენი არიან მხოლოდ პირად გამორჩენასა და გამდიდრებაზე მოსული ადამიანები - განაცხადა გიგი უგულავამ

წინასაალწლო საჩუქარი მთავრობის მეთაურს - ,,ტვ პირველის" მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლს, ნანუკა თამაზაშვილს, ბაკურიანში, კოხტა გორას თავზე, მდებარე 5958 კვ,მ. ტყე 50 წლიან სარგებლობაში გადასცეს.