სალომე ზურაბიშვილი ნეგატიური რეიტინგების ლიდერია - IRI-ის კვლევა

05.04.21 17:30
სალომე ზურაბიშვილი ნეგატიური რეიტინგების ლიდერია - IRI-ის კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკურ პირებს შორის ნეგატიური რეიტინგების ლიდერი საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილია მის საქმიანობა უარყოფითად გამოკითხულთა 62%-მა შეაფასა. 

ნეგატიურ რეიტინგებში 55% აქვს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, მას დადებითად მხოლოდ გამოკითხულთა 33% აფასებს. 

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძის საქმიანობას ნეგატიურად 49% აფასებს. დადებითობის მაჩვენებელი აქაც 33%-ია. 

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.

შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

კვლევის სრული შედეგები და ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

მსგავსი სიახლეები