"ოცნებას" ხმას არასდროს მისცემს 27%, ენმ-ს 26% - IRI

05.04.21 18:18
"ოცნებას" ხმას არასდროს მისცემს 27%, ენმ-ს 26% -  IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე - რომელ პარტიებს არ მისცემდით ხმას არც ერთ გარემოებაში, გამოკითხულთა 27% პასუხობს, რომ "ქართულ ოცნებას", 26% კი "ნაციონალურ მოძრაობას".

"პატრიოტთა ალიანსს" - 9%."გირჩი - მეტი თავისუფლება"  ზურაბ ჯაფარიძეს - 8%,"ერთიანი საქართველო" - ნინო ბურჯანაძეს - 8%, "ევროპული საქართველოს", "ლეიბორისტებს" და "მოქალაქეებს" - 5-5%. ეკა ბესელიას პარტიას - 4%."ლელოს" - 3%. "სტრატეგია აღმაშენებელს" და "რესპუბლიკური პარტიას" - 2-2%. 6%-ის პასუხია - არცერთი.პასუხი არ გასცა, ან არ იცის - 26%.

კვლევა ჩატარდა ,,საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის" სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.

შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შესწავლილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

კვლევის სრული შედეგები და ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე