ვინ თქვა, თემიდას სძინავსო? მე რომ ძიუდოისტი ვცემე, ის საქმე განახლდა - გიგი უგულავა
თბილისის საქალაქო სასმართლოში გიგი უგულავას საქმე 1-ელ თებერვალს ჩაინიშნა - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს.
და აი,ვინ სთქვა, თემიდას სძინავსო საქართველოში?! მე რომ ძიუდოისტი ვცემე, ის საქმე ჩაინიშნა, განახლდა. 1 თებერვალს 11 საათზე საქალაქო სასამართლოში - წერს უგულავა.
ძიუდოისტის ცემის საქმე- ინციდენტი 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა, როცა გიგი უგულავასა და მის თანმხლებ პირს, გოკა გაბაშვილს, აეროპორტის საპასპორტო კონტროლის ზონაში თავს ორი პირი სპორტსმენი - საბა (ბადრი) გავაშელიშვილი და დავით პარკაძე დაესხა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე, ძალადობის, მუხლით დაიწყო, თუმცა ნაცვლად გავაშელიშვილისა, უწყებამ ბრალი უგულავას წარუდგინა. საქმეში დევს ძიუდოისტ გავაშელიშვილის ჩვენება, რომლის მიხედვითაც მას უგულავამ სცემა.