ძიუდოისტის ცემის საქმე - გიგი უგულავას სასამართლო პროცესი ჩაინიშნა
გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო პროცესი ჩაინიშნა - საქმე ეხება 2019 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ფაქტს.
ის იყო, უნდა მერწმუნა ,,ქართული ოცნების" ფერისცვალების, ქართულმა თემიდამ ლახვარი ჩამსცა.
ხვალ, 3 ივნისს, საქალაქო სასამართლოში 11:00-ზე ჩაინიშნა ჩემი პროცესი, სადაც მე ძიუდოისტ ბადრი საბა გავაშელიშვილის აეროპორტში ცემა მედება ბრალად"- თქვა უგულავამ.
ინცინდენტი 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა, როცა უგულავასა და მის თანაგუნდელს, გოკა გაბაშვილს, აეროპორტის საპასპორტო კონტროლის ზონაში თავს ორი პირი სპორტსმენი - საბა (ბადრი) გავაშელიშვილი და დავით პარკაძე დაესხა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე, ძალადობის, მუხლით დაიწყო, თუმცა ნაცვლად გავაშელიშვილისა, უწყებამ ბრალი უგულავას წარუდგინა. საქმეში დევს ძიუდოისტ გავაშელიშვილის ჩვენება, რომლის მიხედვითაც მას უგულავამ სცემა.