88%-ის აზრით, საქართველოსთვის უდიდეს პოლიტიკურ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს - IRI
IRI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 88% თვლის, რომ საქართველოსთვის უდიდეს პოლიტიკურ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს, 7%-ის აზრით კი - აზერბაიჯანი.
სხვა ქვეყნებთან მიმართებაში მონაცემები შემდეგია:
თურქეთი - 7%
აშშ - 5%
ირანი - 4%
სომხეთი - 3%
ჩინეთი - 2%
უკრაინა - 1%-ზე ნაკლები
ევროკავშირი - 1%-ზე ნაკლები
არცერთი - 1%-ზე ნაკლები
არ ვიცი/უარი პასუხზე - 3%
კვლევა ჩატარდა ,,საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის" სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი.
კვლევის სრული შედეგები და ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე