მოქმედმა მოსამართლემ შვებულება აიღო, შვილთან წავიდა აშშ-ში და დარჩა - ჯანეზაშვილი

05.04.21 19:29
მოქმედმა მოსამართლემ შვებულება აიღო, შვილთან წავიდა აშშ-ში და დარჩა - ჯანეზაშვილი

მოქმედი მოსამართლე შვილთან ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა და დარჩა - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"ერთ-ერთმა მოქმედმა მოსამართლემ (მაია სვიანაძემ) შვებულება აიღო, შვილთან წავიდა აშშ-ში და დარჩა. იქიდან გამოუგზავნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განცხადება და მოითხოვა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება. ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიუღია და ფორმაც სრულიად შესაფერისი ამ სისტემაში"- წერს სოციალურ ქსელში ჯანეზაშვილი.