მეუფე იაკობი ამბიონიდან განცხადებებს კრემლის საამებლად აკეთებს - პეტრე ცაავა
ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა, სინოდის გავლენიან წევრს, ბოდბელ ეპიკოპოსს, რუსული სპეცსამსახურების აგენტობასა და ანტისახელმიწფოებრივი განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს.
პეტრე ცაავა ,,პირველებთან" ამბობს, რომ მეუფე იაკობის ამბიონიდან განცხადებებს ,,რუსული ოცნების" საამებლად აკეთებს. ყოფილი მიტროპოლიტი ფიქრობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ბოდბელი ეპისკოპოსი პოლიტიკურ განცხადებებს ხელისუფლების სასარგებლოდ აკეთებს.
ბოდბის კათედრიდან ბოდბელად წოდებული ეპისკოპოსის ბაგეებით მოვისმინეთ საბჭოთა პატრიარქისა და საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ დაკომპრომეტირებული პატრიარქისა და კრემლის საამებლად გაკეთებული განცხადებები. ეს იყო ფაქტიურად რუსული სპეცსამსახურების აგენტის მიერ მოწოდებული განცხადება.
იმის ნაცვლად, რომ წმინდა ამბროსი ხელაიას სახელმწიფოებრივ აზროვნებაში მივემსგავსოთ, შევიკრიბოთ წმინდა სინოდი და ბოროტების იმპერიის მემკვიდრე რუსეთს მოვუწოდოთ, დაუყონებლივ გაიყვანონ საქართველოს ტერიტორიიდან მისი ჯარები, ჩვენ ამის ნაცვლად ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს ვისმენთ. - განაცხადა პეტრე ცაავამ.
მეუფე იაკობი დიდი ხნის პაუზის შემდეგ ამბიონზე სკანდალური ქადაგებით დღეს გამოჩნდა.
მეუფე იაკობი დიდი ხნის პაუზის შემდეგ ამბიონზე სკანდლაური ქადაგაებით გამოჩნდა.
ზედმეტად ნურავის ნუ დავიცავთ, თუ ციხეში ჩაგვსვამენ არ უნდა ვიტიროთ - თქვა მან.
წმინდა სინოდის წევრის ქადაგების მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილის იყო, თუმცა მას მესამე პრეზიდენტის სახელი არ უხსენებია.
"თუ დაგვიჭერენ, ნუ ვიტირებთ, ნუ ვთხოვთ სხვებს იარონ და ჩვენი გათაისუფლება მოითხოვონ"- თქვა ამბიონიდან გავლენიანმა ეპისკოპოსმა და კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა, ყველა ის სასულიერი პირი, ვინც შეირგებაზე საუბრობს.
მეუფე იაკობი მათ დაემქურა და თქვა რომ პასუხს შიგნიდან მოსთხოვს.