არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო მიწების დატაცება მოხდეს - კალაძე

28.01.22 13:10
არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო მიწების დატაცება მოხდეს - კალაძე

"არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო მიწების დატაცება მოხდეს" - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახი კალაძემ, მას შემდეგ გააკეთა, რაც საცხოვრებელი სახლები ორხევში სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დაუნგრიეს.  კალაძის თქმით, უკანონო მშენებლობების საშუალება არავის მიეცემა.

ყველანაირი გაფრთხილება მიცემულია, არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო მიწების დატაცება მოხდეს და შემდეგ - უკანონო მშენებლობა. თქვენ არაერთი ფაქტი იხილეთ ასეთი, როდესაც იყო შესაბამისი რეაგირება და ყოველთვის იქნება შესაბამისი რეაგირება.

რაც შეეხება უსახლკაროებს, ჩვენ გვაქვს სპეიცალური პროგრამა, ეს იყო ჩემი საარჩევნო დაპირება და ყველა უსახლკარო ადამიანი, 400-მდეა ასეთი სტატუსის მქონე, უკლებლივ ყველა იქნება დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართებით. მომავალი წლიდან იწყება უკვე ეს პროგრამა", - თქვა კახა კალაძემ.