ხმაური ორხევის დასახლებაში - მერიამ საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი დაიწყო

28.01.22 12:45
ხმაური ორხევის დასახლებაში -  მერიამ  საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი დაიწყო

ორხევის დასახლებაში მუნიციპალურმა ინსპექციამ სახლების დემონტაჟი დაიწყო. თბილისის მერის გადაწყვეტილებით, ორხევის დასახელებაში ათამდე ოჯახს სახლებს უნგრევენ და მიწასთან უსწორებენ. ადგილზე ამ წუთებში ხმაურია. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მერიას ფართის დაკანონების მიზნით ადრე მიმართეს, თუმცა ფართი არ დაუკანონდათ.

მძიმე ტექნიკა ორხევის დასახლებაში გამთენისას გამოჩნდა და ამ დრომდე 7 სახლია დანგრეული.